ახალი ამბები

ივანიშვილი “ერისიონის” რუსეთში ჩასვლას მიესალმება

5 მარტი, 2013 •
ივანიშვილი “ერისიონის” რუსეთში ჩასვლას მიესალმება

“ძალიან ცუდია, თუ ეს საზოგადოების ნაწილის გულისწყრომას იწვევს. ეს არის ძალიან კარგი და სწორი. მთელი ამ წლების განმავლობაში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, როდესაც საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთოებები გაწყდა, ფონდი “ქართუ” აფინანსებდა ფესტივალს, სადაც ჩამოდიოდნენ ძალიან ბევრი რუსი ხელოვანები.

 

აბა, როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენ ურთიერთოებების აღდგენა. კულტურამ უნდა იმუშაოს, კლუტურულმა სფერომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები. ამის წინააღმდეგი ვინც არის, მას არ აქვს სურვილი ურთიერთობების დალაგების,”- განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს.

 

მისივე გაცხადებით, იგივე უნდა გააკეთოს სპორტმა.

 

“ჩემი და ჩემი გუნდის პრინციპული პოზიციაა სოჭის ოლიმპიადაზე 2014  წელს საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღოს,”- განაცხადა მან. 

 

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “ერისიონი” რუსეთში რამდენიმედღიან გასტროლებზე უკვე გაემგზავრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი