ივანიშვილის თქმით, სასამრთლო სისტემა დღეს და სააკაშვილის ხელისუფლების დროს ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
“წინა პერიოდში პროკურატურის ყველა მოთხოვნას სასამართლო აკმაყოფილებდა. დღეს სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი, ფორმალურად ამას ჩვენ ვინარჩუნებთ. მაგრამ ძალიან დიდი კითხვები ჩნდება. სასამართლო სისტემაში გარდაქმნები მოხდება, თუმცა ეს არ იქნება ძალიან მალე. საერთოდ ამ სტუქტურის მიმართ სხვა დამოკიდებულება მაქვს, ძალიან ფაქიზად ვექცევი. ხვალ ჩემი სურვილით კუბლაშვილთან მივდივარ მის ოფისში. ჩვენი სურვილია სასამართლო მაქსიმალურად ობიექტური იყოს და ამასთან, არ დავკარგო ის, რაც ამ დრომდე გაკეთებულა ამ სისტემაში,”- განაცხადა პრემიერმა.





