ახალი ამბები

პრემიერი: პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს ხელფასს მე ვუხდიდი

5 მარტი, 2013 • 968
პრემიერი: პარლამენტარებს და მთავრობის წევრებს ხელფასს მე ვუხდიდი

“მე პარლამენტის წევრებსა და მთავრობას ხელფასებს ვუხიდიდი რაღაც ფონდის მეშევეობით მთელი 2- წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს არსად ჩანდა, თუმცა, პრეზიდენტმაც იცოდა და საზოგადოებამაც.”

 

პრემიერის თქმით, საზოგადოება და მათ შორის თავადაც შეცდომას უშვებდნენ, როდესაც ვერ აცნობიერებდნენ, რა დიქტატორულ კანონს იღებდა მაშინდელი პარლამენტი.

 

“არ ვაცნობიერებდით ამას და ნაცვლად იმისა, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით, მსგავსი რამ რომ ხდებოდა ჩვენს პარლამენტში, ყველანი ვიყავით ეიფორიაში, გვიხაროდა ეს ხელისუფლება. ყველაზე მეტი მაშინ მე დავაშავე,”- განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი