“საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურ უმრავლესობას, ამ ცვლილებებს მხარს არა მხოლოდ 100, არამედ 130 და 140 დეპუტატიც დაუჭერს.”
ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მას განუცხადა, რომ არ არის პრობლემა, უგულავა და მერაბიშვილი დიდი სიამოვნებით დაჯდებიან:
“როდესაც მე მას შიგნითც იგივე ვუთხარი, რაც გარეთ: შეწყვიტეთ რიტორიკა და ძალადობა ხალხზე, დაანებეთ თავი სიცრუეს, ნუ ზრდით აგრესიას. მან მიპასუხა, შენ ნუ გგონია, რომ მაგის გვეშინია, უგულავამ და მერაბიშვილმა მითხრეს, სიამოვნებით დავჯდებითო. ეს პოზიციაა სააკაშვილის და ეს უნდა გააცნობიერონ დანარჩენებმა. ამ კაცის სურვილია, რომ შეეწიროს რაც შეიძლება მეტი მისი გუნდის წევრი. რამეთუ აჩვენოს, რომ ჩვენ ვართ ბოროტები. “