ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: დაცვის ბიჭებს სააკაშვილის მანერები არ მოსწონთ

5 მარტი, 2013 • • 2196
ბიძინა ივანიშვილი: დაცვის ბიჭებს სააკაშვილის მანერები არ მოსწონთ

“პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს ისეთი მანერები, რომელიც დაცვის ბიჭებს არ მოსწონს. მე დაცვის წევრებთან ვმეგობრობ და დაცვის სამსახურის ახალი უფროსისგან ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კაცი გინებით გამოუშვა. დედის გინება ქართველი კაცისთვის როგორია, აბა?!”– განაცხადა ბიძინა  ივანიშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.  

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: Reuters

 

 

 

 

ივანიშვილის განცხადებით, მან პრეზიდენტს ისიც შესთავაზა, თუ სურვილი ჰქონდა, დაცვის 960 თანამშრომელს დაუნიშნავდა: “გინდა, თანხმობას მივცემ ახლავე, რომ 960 კაცი დაგინიშნონ, ოღონდ ვუთხარი – გამოვალ და ვიტყვი ამას-თქო”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი