ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს

5 მარტი, 2013 • 1790
პრემიერ-მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტს კოკა ყანდიაშვილი უხელმძღვანელებს

ინფორმაციას საკადრო ცვლილების შესახებ კანცელარიაში, პრემიერის აპარატში ადასტურებენ, თუმცა მიზეზებს არ განმარტავენ. 

 

პრემიერ–მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. როგორც მაშინ ნეტგაზეთს კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, ეს სამსახური დაკავებული იქნება საქართველოს მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით არა მხოლოდ უცხოურ, არამედ ადგილობრივ მედიაში. 

 

როგორც მაშინ ცქიტიშვილი განმარტავდა, ვალერიან გორგილაძე პროფესიული გამოცდილების შესაბამისად შეირჩა. ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვების შესახებ კომენტარი ვალერიან გორგილაძეს არ გაუკეთებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი