ახალი ამბები

თურქეთის ხელისუფლებამ Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დააკავა

7 ივნისი, 2017 •
თურქეთის ხელისუფლებამ Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ფეტულა გულენთან კავშირების გამო დააპატიმრა. საქმე გასულ წელს გადატრიალების შეუმდგარ მცდელობას ეხება.

პოლიციამ ტანერ კილიჩი და 22 იურისტი იზმირში დააკავა. ბრალდების მიხედვით, მათ კავშირი აქვთ აშშ-ში მცხოვრებ ფეტულა გულენთან. დაწვრილებით: ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან

“გარდიანის” ცნობით, მას შემდეგ, რაც ივლისში გადატრიალების მცდელობა იყო, თურქეთში  50 000-მდე ადამიანი დააპატიმრეს, 150 000-მდე კი -ეჭმიტანილი. მათ შორის, ჯარისკაცები, პოლიციელები, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები. თურქეთის ხელისუფლება მათ ტერორისტულ ჯგუფებთან სავარაუდო კავშირებს ედავებოდა.

“ტანერ კილიჩს დიდი ბიოგრაფია აქვს, იგი სწორედ იმ თავისუფლებებს იცავდა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება თელავს”,- ამბობს Amnesty-ის გენერალური მდივანი სალილ შეთი.

კილიჩი პოლიციამ სამშაბათს, 6 ივნისს საკუთარ სახლში დააკავა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ კილიჩის სახლიც და ორგანიზაციის ოფისიც პოლიციამ გაჩხრიკა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი