ახალი ამბები

სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

5 მარტი, 2013 • 1198
სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

“მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი შეთავაზება, რომ მე და პრემიერ მინისტრმა ერთობლივი წერილით მივმართოთ ევროკავშირსა და ნატოს, ერთობლივი გეგმა გავწეროთ, რომ გვინდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური და ევროპული ორიენტაციის კურსი, ჩვენი პოლიტკური შიდა განსხვავების მიუხედავად.”



სააკაშვილის თქმით, გუშინდელი შეხვედრა ივანიშვილთან შეხვედრად არ უნდა დარჩეს.
 

“საფრთხე იმისა, რომ თუ საქართველოს შიდა ვითარება ცუდად განვითარდა, თუ დემოკრატული ინტიტუტებს შეექმნათ საფრთხე, ან ჩვენ წავედით ნაკლები სტაბილურობისკენ, შეიძლება ჩამოვრჩეთ პროგრესს და ტემპს, რომელიც აკრეფილი გვქონდა ამ მხრივ. ამიტომ ჩვენი ერთობლივი მიმართვა პრემიერისა და პრეზიდნეტის ხელმოწერებით იქნება კარგი დემონსტრაცია იმისა, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, ქვეყნის მომავალი გვაღელვებს და ერთად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ხალხს,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი