“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა განიხილეს. მისივე განმარტებით, პარტია გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გაასაჯაროებს.
“რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ გვაქვს. რამდენიმე კანდიდატზე იყო საუბარი, ერთ-ერთი ისიც იყო. ამის მეტზე არაფერზე შემიძლია საუბარი. სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიგებს საზოგადოება ჩვენი კანდიდატის შესახებ,” – განაცხადა ბიბილაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და”კურიერის” წამყვანია.