ახალი ამბები

პირველი ლედის რადიოს რესურსები შეუმცირდა

4 მარტი, 2013 • • 1261
პირველი ლედის რადიოს რესურსები შეუმცირდა

“რადიო „მუზა“ არის თავისი ერთგული მსმენელის სამსახურში და ის ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კულტურის

სანდრა რულოვსი
სანდრა რულოვსი

განვითარებას და პოპულარიზაციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. ეს მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ამ ეტაპზე რადიო მუზა გადადის მაუწყებლობის განსხვავებულ ფორმატზე შემცირებული რესურსით. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს და მხარდამჭერს უანგარო თანადგომისთვის.  ასევე მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს სპონსორს, ვინც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გვიჭერდა მხარს.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ კლასიკური მუსიკა წარმოადგენს მარადიულ ღირებულებას და რადიო „მუზა“ ყოველთვის დარჩება ამ ღირებულების განუყოფელი ნაწილი”, – ნათქვამია სანდრა რულოვსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

რადიო “მუზას” ერთ–ერთი დამფინანსებელი წლების განმავლობაში საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” იყო.

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის დამფუძნებელი საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს პირველი ლედის „დიდი ხნის ოცნებას“ მას შემდეგაც აფინანსებდა, რაც, როგორც თავად ამბობს, საქართველოს პრეზიდენტს დაემშვიდობა.

 

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“  2009 წელს 456 342 ლარით შეეწია „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას“, 2010–ში კი – 644 952 ლარით. ორივე შემთხვევაში თანხა ასოციაციას რადიო „მუზის“ ფუნქციონირებისთვის გადაერიცხა.

 

რადიო „მუზა“ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დაფუძნდა:

 

„2004 წლიდან მან [სანდრა რულოვსმა] თავისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც, ჰოლანდიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში 24– საათიანი კლასიკური მუსიკის პირველი რადიოსადგური დააფუძნა. რადიო ”მუზა” ეთერში 2007 წლის ზაფხულში გავიდა. იგი თავად არის კვირაში ოთხსაათიანი საავტორო გადაცემის წამყვანი“, – ნათქვამია რადიო „მუზის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

 

რადიო ”მუზა” „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ პირველი და ყველაზე დიდი პროექტია. აღნიშნულ ასოციაციას თავად სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი