ახალი ამბები

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი გადაყენებულია

4 მარტი, 2013 • • 1108
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი გადაყენებულია

სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილი საბჭოს 1/3–ის მოთხოვნის შედეგად არხზე “კრიზისული სიტუაციის” შექმნის გამო გადააყენა თანამდებობიდან. ბარათაშვილის მოვალეობას “პირველი არხის” მენეჯმენტში მომუშავე გიორგი ბაქრაძე შეასრულებს. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება “პირველ არხთან” საუბარში საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ გააცნო. მისივე თქმით, ხვალ დილიდან მაუწყებლის ვებ-გვერდზე აიტვირთება საბჭოს დღევანდელი სხდომის ამსხველი ვიდეომასალა.

 

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა

გიორგი ბარათაშვილი
გიორგი ბარათაშვილი

ბერძენიშვილმა არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილი ბარათაშვილმა აღნიშნული თანამდებობიდან დაითხოვა, რის შემდეგაც ხათუნა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა საკადრო ცვლილებები “მოამბის” ჟურნალისტებსაც შეეხოთ. ხათუნა ბერძენიშვილმა რეაგირებისთვის სამემეთვალყურეო საბჭოს მიმართა.

თავად გიორგი ბარათაშვილი აღნიშნულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამსახურიდან არც ერთ ჟურნალისტს არ გაუშვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი