ახალი ამბები

ივანიშვილი რუსულ დელეგაციას სააკაშვილის განცხადებისთვის ბოდიშს უხდის

4 მარტი, 2013 •
ივანიშვილი რუსულ დელეგაციას სააკაშვილის განცხადებისთვის ბოდიშს უხდის

პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი განცხადება აზიანებს საქართველოს

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

საგარეო პოლიტიკურ კურსს, რის გამოც ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს და მოიხდის ბოდიშს.

 

ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

 

“საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიგური ინტეგრაციის დასაჩქარებლად, ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და  რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით ჩვენი ამოცანაა, პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირთან და ნატოსთან ნაკისრი ვალდებულებები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან და უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ.

 

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის დამატებით საშინაო და საგარეო პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი. 
ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით, მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ”.

 

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი გამოეხმაურა საქართველოში რუსეთის სანიტარული სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტს. სააკაშვილის თქმით, ქართული მხარე რუსეთის დელეგაციას, რომელიც საქართველოში ღვინის შესამოწმებლად ჩამოვიდა, “უკანა თათებზე დამდგარი” შეხვდა.

 

“ჩამოვიდა რუსეთის დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი ჩვენი ჩინოვნიკები, ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანაკალებული ხელებით უსხამენ ღვინოებს, აბა, მოეწონებათ თუ არა, და თვალებში შესციცინებენ. გამახსენდა გოგოლის რევიზორი. არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში უნდა ჩაუდო 2 კაპიკი და ძალიან ბედნიერი წავა. ყველამ კარგად ვიცით, რისთვის არის ჩამოსული. თქვენ გგონიათ ქიმიკატების გასაზომად არიან ჩამოსულები და ჰგონიათ, რომ ქართულ ღვინოში შხამია? მე მინდა უბრალოდ კითხვა დავსვა. ბავარიული ლორი და ძეხვი რომ შედის რუსეთში, ბავარიის ქარხნებში უშვებენ რუსებს, სადაც დაოთხილები დგანან მათ წინაშე? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, რომ როცა ჩამოდიოდნენ, დაოთხილებს გვევლო, გვესიამოვნებინა და მუცელი ხელით გვეფხანა მათთვის? რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს რაღაც მონური კომპლექსი და სურვილი, რომ რაღაცნაირად ვასიამოვნოთ?”– განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი