ახალი ამბები

დუშეთის სკოლაში მელიების გამო სასწავლო პროცესი 2 დღით ჩაიშალა

5 ივნისი, 2017 •
დუშეთის სკოლაში მელიების გამო სასწავლო პროცესი 2 დღით ჩაიშალა

თბილისის ზოოპარკში მელიის სამი ლეკვი დააბინავეს, რომელთა გამო დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით შეჩერდა.

თბილისის ზოოპარკში მელიის სამი ლეკვი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარიდან გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიყვანეს. დეპარტამენტის ცნობით, მელიის ლეკვები სკოლის ეზოში ნახეს, სადაც  სორო ჰქონდათ გაკეთებული.

დეპარტამენტის ცნობით, ლეკვების ველურ გარემოში გაშვება, მათი ასაკის გამო, არ იყო მიზანშეწონილი, ამიტომ დეპარტამენტის თანამშრომლებმა მელიის ლეკვები თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.

“ნეტგაზეთი” სკოლის დირექტორს, ზაზა ელიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ლეკვები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მასწავლებლებმა შენიშნეს და გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდნენ. ამის გამო  სასწავლო პროცესი 2 დღით შეწყვიტეს.

“ტერიტორიაზე იყვნენ და უსაფრთხოების მიზნით შეწყდა სასწავლო პროცესი, სამინისტროსთან შეთანხმებით. შემჩნევისთანავე ვაცნობე შესაბამის უწყებებს. 10 და 11 მაისს გვქონდა სასწავლო პროცესი შეჩერებული”, – განაცხადა ზაზა ელიაშვილმა.

მელიის ლეკვი თბილისის ზოოპარკში. ფოტო: ხატია ბასილაშვილი

მელიის ლეკვი თბილისის ზოოპარკში. ფოტო: ხატია ბასილაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი