ახალი ამბები

“პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურს დროებით მაკა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს

4 მარტი, 2013 • 1595
“პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურს დროებით მაკა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს

როგორც პირველი არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თიკო ბერძენიშვილი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხათუნა ბერძენიშვილის ადგილს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ეკა მიშველაძე დაიკავებს სიმართლეს არ შეესაბამება:

“მინდა დავაზუსტო, რომ მაუწყებლის ბორდს არ აქვს კომპეტენცია განახორციელოს საკადრო ცვლილებები, ეს არის შიდა საკადრო პოლიტიკა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი იმსჯელებს, განხორციელდა თუ არა ზეწოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მხრიდან არხის საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხათუნა ბერძენიშვილზე”, – განაცხადა თიკო ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომა 13:00 საათზე დაიწყება და არხის ვებ–გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.


საზოგადოებრივ–პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ბერძენიშვილმა არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი პირველ მარტს ზეწოლაში დაადანაშაულა. ხათუნა ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა საკადრო ცვლილებები “მოამბის” ჟურნალისტებსაც შეეხოთ. ხათუნა ბერძენიშვილიმა რეაგირებისთვის სამემეთვალყურეო საბჭოს მიმართა.

თავად გიორგი ბარათაშვილი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ სამსახურიდან არც ერთ ჟურნალისტს არ გაუშვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი