ახალი ამბები

ციხეები 8 ათასზე მეტმა ამნისტირებულმა დატოვა

4 მარტი, 2013 • • 1092
ციხეები 8 ათასზე მეტმა ამნისტირებულმა დატოვა

სამინისტროს ცნობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში სულ 34 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

 

უწყება ასევე აქვეყნებს სტატისტიკას ამნისტიის შედეგად გათავისულებულთა ასაკთან და სქესთან დაკავშირებით. სამინისტროს ინფორმაციით, ამნისტირებული 8078 პირიდან 175 პოლიტპატიმარია, 327- მდედრობითი სქესის სრულწლოვანი(№2 დაწესებულება – 2, №3 დაწესებულება – 3, №5 დაწესებულება – 322) და 21 – მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 1, №8 დაწესებულება – 1, №11 დაწესებულება – 12, №17 დაწესებულება – 6,  №18 დაწესებულება – 1)  მსჯავრდებული.

გლდანის ციხე
გლდანის ციხე

მასალების გადაბეჭდვის წესი