ახალი ამბები

საქსტატი: 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა

5 ივნისი, 2017 •
საქსტატი: 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 19,1%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 16,1%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

biznesi

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 48,1% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,0% – საშუალო, ხოლო 30,9% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 43,9%, საშუალოზე – 24,6%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.5%.

საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 605,0 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,0%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,2% ქალია, ხოლო 59,8% – კაცი.

dasaqmebulebi

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 570,9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 5,5%-ით მეტია, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე – 1765,5 მლნ. ლარი  შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,2 %-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი