ახალი ამბები

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს 17 სასამართლოს თავმჯდომარეს

5 ივნისი, 2017 •
დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს 17 სასამართლოს თავმჯდომარეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 5 ივნისს, 17 სასამართლოს თავმჯდომარე უნდა დანიშნოს. დადგენილი პროცედურა, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩნენ სასამართლოების თავმჯდომარეები, არ არსებობს. გასაუბრებას არ ესწრება საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილი.

იუსტიციის საბჭომ დღეს მოიწვია თავმჯდომარეობის კანდიდატები, რომლებთან გასაუბრებაც უკვე დაიწყო. გასაუბრებაზე პირელი გამოვიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი გვრიტიშვილი, რომლის კანდიდატურაც იუსტიციის საბჭოს წევრმა, შოთა გეწაძემ დააყენა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა 29 მაისს დაიწყო. მათ 29 მაისის სხდომაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხელ ჩინჩალაძე დანიშნეს.

საბჭოს მოქმედი შემადგენლობის 8 წევრს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში გასდის.

საიას იურისტი, ეკა ციმაკურიძე ამბობს, რომ არარსებული პროცედურების პირობებში სასამართლოების თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლების ხუთწლიანი ვადით გადანიშვნა კითხვებს აჩენს.

“ფაქტობროვად, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ არაფერი არ არის კანონით დადგენილი გარდა იმისა, რომ საბჭო ნიშნავს თავმჯდომარეებს, არ არის დადგენილი კრიტერიუმებიც, ვინ შეიძლება დაინიშნოს სასამარლოს თავმჯდომარედ… ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ წლიწადზე მეტია, არაერთი სასამართლოს თავმჯდომარე არის დანიშნული მოვალეობის შემსრულებლად და მთელი ამ ხნის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უმსჯელია სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნაზე. ახლა, როდესაც მათ რამდენიმე დღეში ეწურებათ უფლებამოსილების ვადა, ისინი ცდილობენ, რომ სასწრაფოდ, არარსებული პროცედურების პირობებში, დანიშნონ ხუთწლიანი ვადით,”- განაცხადა ეკა ციმაკურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი