სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ლონდონში თავდასხმის შედეგად, ხოლო 30 -ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია მოთავსებული.
Reuters-ის ცნობით, პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა.
თავდასხმა ლონდონის ხიდზე მოხდა – თავდამსხმელები, რომლებიც მიკროავტობუსით მოძრაობდნენ, 3 ივნისს, ადგილობრივი დროით 22.00 საათზე, მაღალი სიჩქარით შევარდნენ ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულე ადამიანების ჯგუფში, ასევე, მდებარე სავაჭრო ცენტრთან თავს დაესხნენ მოქალაქეებს.
ბიბისის ცნობით, პოლიციამ უკვე უწოდა თავდასხმას “ტერორისტული აქტი”.