სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ლონდონში თავდასხმის შედეგად, ხოლო 30 -ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია მოთავსებული.

Reuters-ის ცნობით,  პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა.

თავდასხმა ლონდონის ხიდზე მოხდა – თავდამსხმელები,  რომლებიც მიკროავტობუსით მოძრაობდნენ, 3 ივნისს, ადგილობრივი დროით 22.00 საათზე, მაღალი სიჩქარით შევარდნენ  ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულე ადამიანების ჯგუფში, ასევე, მდებარე სავაჭრო ცენტრთან თავს დაესხნენ მოქალაქეებს.

ბიბისის ცნობით, პოლიციამ უკვე უწოდა თავდასხმას “ტერორისტული აქტი”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *