ახალი ამბები

ივანიშვილი: ყველა დედას ვუსურვებ სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას

3 მარტი, 2013 • • 5578
ივანიშვილი: ყველა დედას ვუსურვებ სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას

“3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული, უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება და კარგ ტრადიციად იქცა. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადების და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და, რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების გაზრდას. შვილებს კი ვუსურვებ მუდამ ჰქონდეთ უნარი, სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს”- ნათქვამია მილოცვის ტექსტში. 

 

მილოცვის პოსტი პრემიერ–მინისტრის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე 18 წუთის წინ გამოქვეყნდა, მას 486 მოწონება, 128 გაზიარება და 36 კომენტარი უკვე მოჰყვა უკუკავშირის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი