“საქართველოს აქვს თავისი პრობლემები, მათ შორის ტერიტორიული პრობლემები. საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ასჯერ უფრო დიდი მეზობლის მიერ, იმ ქვეყნებს, ვისაც აქვს იმპერიალიზმის, კოლონიალლიზმის გამოცდილება, ამ ქვეყნებს კარგად ესმით, რას ნიშნავს პოსტიმპერიული და პოსტკოლონიური სინდრომი, როცა შენი ტერიტორია არ გყოფნის და გინდა სხვისი ტერიტორიის მითვისება. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ეს თემები, მაგრამ ამავე დროს, თითქმის ნახევარი მილიონი ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. ეს ტერიტორიები არის დაცარიელებული. აფხაზეთი ნახევარია პრაქტიკულად ცარიელი. ცხინვალის რეგიონიც თითქმის მთლიანად არის ცარიელი, მხოლოდ ექვსი თუ შვიდი ათასი ადამიანია იქ დარჩენილი და ამგვარად მე ვიცი, რომ არის ლობირება იმის თაობაზე, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ზოგიერთ თქვენ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყნები იყვნენ აღიარებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფობი და ჩვენ მადლიერი ვართ სწორედ იმისა, რომ თქვენ პატივს ცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. იმიტომ, რომ ეს იქნება დიდი საერთაშორისო უკანონობა. დიდი საერთაშორისო უკანონობა იქნებოდა ამ დანაშაულის დაკანონება და ამ უსამართლობის დაკანონება, რომელიც ხდება ამ ტერიტორიებზე. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ საერთაშორისო სამართალი დღევანდელ მსოფლიოში რამეს ნიშნავს, სამართლიანობის განცდა რამეს ნიშნავს, იმის გამო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებლობით აღსავსე ქვეყნების წარმომადგენლები, ჩვენ მოვახერხეთ და იმედია მომავალშიც მოვახერხებთ ამ საკითხების დაცვას თქვენთან ერთად”.– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.