ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი: სასამართლო ნელ-ნელა მიდის დამოუკიდებლობისკენ

1 მარტი, 2013 •
კოტე კუბლაშვილი: სასამართლო ნელ-ნელა მიდის დამოუკიდებლობისკენ

“არა მარტო მაღალჩინოსნების, არამედ რიგითი მოქალაქეების შემთხვევაში ექვსჯერ იყო, როცა აღკვეთის გარეშე დატოვა მოსამართლემ პირი. ასეთი გადაწყვეტილებებით სასამართლო ნელ-ნელა მიდის დამოუკიდებლობისაკენ”, – განაცხადა კუბლაშვილმა. შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი ეს განცხადება იმას, რომ გასულ წლებში სასამართლო პროკურატურის გავლენის ქვეშ იყო, კუბლაშვილმა უპასუხა:

 

“მე ხშირად მითქვამს, რომ სასამართლო არ იყო ისე დამოუკიდებელი, როგორც გვინდოდა რომ ყოფილიყო. ის თანდათან მიდის დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო არა არჩევნების შემდეგ, არამედ არჩევნებამდე რამდენიმე წლით ადრე, თუკი შევადარებთ მაშინდელ და დღევანდელ სასამართლოს, რა თქმა უნდა, დღეს სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

 

მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურატურის საერთო მოთხოვნების 11%-ს და პატიმრობის მოთხოვნების 27 პროცენტს და ეს სტატისტიკა არ მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო ოპოზიციურადაა განწყობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი