ახალი ამბები

პროკურატურამ ქუთაისის მერი მოწმის სტატუსით დაკითხა

1 მარტი, 2013 •
პროკურატურამ ქუთაისის მერი მოწმის სტატუსით დაკითხა

გამოძიება ქალაქის მერის ბიზნესსაქმიანობის დროს სახელშეკრულებო დოკუმენტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობით დაინტერესდა. საქმე ეხება საამშენებლო კომპანია „კომფორტის“დირექტორის, ამჟამად კი ქალაქის მერის ბესიკ ბრეგაძის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ნამდვილობის საკითხის გარკვევას.

 

საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის გაგა ჩახუნაშვილის თქმით, აღნიშნული კომპანიიდან მოქალაქემ შეიძინა ფართი, თუმცა მას რეალრუად ფართი არ გადაეცა:

 

„ამ კომპანიის აშენებულ სავაჭრო ობიექტში მოქალაქემ შეიძინა ფართი, თუმცა მოქალაქეს ფართი არ გადაეცა. თუმცა, როგორც ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მისი არ არის და სავარაუდოდ გაყალბებულია. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულობის ნამდვილობის და ხელმოწერის ნამდვილობის გარკვევის მიზნით  დღეს მოწმის სახით დავკითხეთ ქალაქის მერი. მიმდინარეობს გამოძიება.“

 

ბესიკ ბრეგაძის თქმით, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს:

 

„მერი ბესიკ ბრეგაძე არაფერ შუაში არაა. ბესიკ ბრეგაძე დაბარებული იყო, როგორც ფიზიკური პირი. ჩემი წინა სამუშაო ბიზნესში იყო, სამშენებლო ორგანიზაციის დირექტორი ვიყავი და, შესაბამისად, ვიყავი მოწმის სახით რაღაც თემაზე. არ ვიცი, შეიძლება მეორედაც დამიბარონ“.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი