პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შეხვედრის ჩაშლის მიზეზად პრეზიდენტმა მას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუსახელა:

 

“სადღაც, “პაეზდკაში” მივდივარ და ორშაბათამდე არ მეცლებაო,” – უთხრა მთავრობის წევრებს პრემიერმა.

 

დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *