“მან ისაუბრა აზერბაიჯანი–საქართველოს საფრთხეებზე, დაასახელა რაღაც ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, ასეთი მიდგომა არის ანტისახელმწიფოებრივი და ხელს უშლის რეგიონულ უსაფრთხოებას. ისეთი განცდა მრჩება, თითქოს მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ისეთი სურვილი აქვს, რომ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს”, – განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ  რუსეთში შეიქმნა დიასპორა გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით, რომელშიც ალეკბეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაფუჭების საფრთხე არსებობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *