90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს ირაკლი კობახიძემ გააცნო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:
სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი.
თინათინ თვალაძე – ბლოგერი.
ზურაბ მხეიძე – ფსიქოლოგი.
თინათინ რუხაძე – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი.
არნოლდ სტეფანიანი – არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე.
ოთარ ტატიშვილი – ექიმი და ტელეწამყვანი, ფოცხიშვილი ბასა-რეჟისორი, „სტუდია 1 2 3“-ის დამფუძნებელი.
მარინე შიდაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
თამაზ ჯოლოგუა -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათაფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.