ახალი ამბები

ანონსი – 2 ივნისი

1 ივნისი, 2017 • 2552
ანონსი – 2 ივნისი

წარმოგიდგენთ 2 ივნისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


09:30 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების მეთოდოლოგიის პროექტს წარადგენს.  მისამართი: მ.კოსტავას ქ.N14


10:30 პრეზიდენტი აუდიტის სამსახურში მივა და ლაშა თორდიას და თანამშრომლებს შეხვდება, ქეთევან წამებულის გამზირი 96.


11:00 “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფიში (ორთაჭალა, გულიას 1) ოთო კახიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა – სუსის უფროსის და  მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.


11:00 საათზე თბილისში, პარლამენტის სასახლესთან გაიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებული აქცია აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად.


11:00 საათზე ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.


11:30 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიურ მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე პრესკონფერენციას გამართავენ და ინიციატივას გააჟღერებენ მეშახტეებისთვის სპეციალური საშეღავათო სისტემის შემოღების შესახებ. მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 1/43. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.


12:00 სენაკის მუნიციპალიტეტში (თხილის ქარხანა – “კედა), სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი  დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი მავნებლის – აზიური ფაროსანას  საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნობიან. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. 


12:00 “პირველის“ პრესკლუბში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – ,,აფბას” ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აფბა იმ ხარვეზებს ასახელებს რომლის მეშვეობითაც ფინანსური პირამიდები კანონს თავს არიდებენ.

მისამართი: წერეთლის გამზირი 116, “დიდუბე პლაზა”, საკონტაქტო პირი – თამთა კალანდძე. ტელ:595037722

 13:00 გაიმართება ურთიერთთანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა“ და აიპ „საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებას“ შორის. მემორანდუმს ხელს აწერენ სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და „საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთანების“ თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი. მისამართი: სასტუმრო ,,CITADINE CITY CENTER“, ქ.თბილისი, თავისუფლების მოედანი #4, შენობა 2ა (სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის უკანა მხარე).

 14:45 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის საჯარო ფინანსების მართვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერს ხელს.  თბილისი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი