ახალი ამბები

პატრიარქის ეპისტოლეები ინგლისურ ენაზე გამოიცემა

28 თებერვალი, 2013 • 1149
პატრიარქის ეპისტოლეები ინგლისურ ენაზე გამოიცემა

ქართულ ენაზე პატრიარქის ეპისტოლეების კრებულის გამოცემის შემდეგ კულტურის სამინისტრომ მის ინგლისური თარგმანის გამოცემაზეც დაიწყო მუშაობა. 

 

როგორც სამინისტროში ამბობენ, ინგლისურ ენაზე ეპისტოლეები დასაბეჭდად უკვე გადაცემულია და დაახლოებით ერთ კვირაში მზად იქნება. 

 

ინგლისურ ენაზე ეპისტოლეების თარგმნის მიზეზს სამინისტროში მსოფლიო პატრიარქისა და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა მაღალი ინტერესით ასაბუთებენ.

 

“გადაწვეტილება მიღებული იყო კომისიაზე, რომლის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, კომისიის წევრია ასევე მინისტრი გურამ ოდიშარია. აღნიშნული კომისია პატრიარქის საიუბილეო წლის განმავლობაში ჩასატარებელ ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას,”- განმარტავენ სამინისტროში. 

 

პატრიარქის ეპისტოლეები ინგლისურ ენაზე, როგორც ირკვევა, მაღალი ტირაჟით გამოიცემა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი