“ჩემი პროგრამა მაქსიმუმია, რომ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც დამხვდა საჯარო რეესტრში და მე ვიტყოდი, რომ პროკურატურაზე უფრო მძიმე მემკვიდრეობა მივიღე საჯარო რეესტრში, ეს შეცდომები იქნას გამოსწორებული. წინა ხელისუფლებამ არაერთი მიწა, არაერთი კი არა, მილიონნახევარი მიწა ისე დაარეგისტრირა, რომ არ მოუთხოვია ის დოკუმენტები, რაც საჭიროა საკუთრების დარეგისტრირებისთვის და ჩვენ, არ არის გამორიცხული, ძალიან ბევრი სასამართლო დავა მოგვიწიოს სხვადასხვა საქმეზე”, – განაცხადა წულუკიანმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
წულუკიანის თქმით, მისი როგორც იუსტიციის მინისტრის მიზანია ასევე, რომ იმ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ინტერფრაქციული ჯგუფი დაიწყებს პარლამენტში, დააზუსტოს საარჩევნო სია:
“და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ის სია მივიღოთ, რომლის გარშემოც არ იქნება არანაირი კითხვა.”
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, “რატომღაც ძალიან ჩქარობს” სხვადასხვა სახის რეფორმის განხორციელებას, მათ შორის სასამართლო რეფორმის.