ხარაბაძემ ორი წლის წინ საკუთარი ბინა 47 ათას ლარად დატვირთა იპოთეკით. მისი ნათესავების თქმით, მას ამ ხნის მანძილზე პროცენტების სახით სოლიდური თანხა გადაიხადა, თუმცა სესხის დაფარვა ვერ მოახერხა:
„ველაპარაკეთ მიხეილ კალაჩიანს, იპოთეკარი ვინც არის. მე ვუთხარი – გამაგებინე, რამდენი გინდა ბინაში-თქო. 30 ათასი მინდაო. მე ვუთხარი, მაგდენის საშუალება არა მაქვს- მეთქი. არადა, პროცენტები სულ ყველა გადახდილი აქვს. ქვითრებიც აქვს და ყველაფერი. სხვამ რომ მომცეს ნაკლები მაგ ბინაში, სხვას მივცემ ნაკლებად და თქვენ არ მოგცემთო,“- ამბობს ხარაბაძის ნათესავი გიორგი სინაურიძე.
ვერა ხარაბაძემ დღეს თვითმკვლელობა სცადა: მან საწვავი სახეზე დაისახა, ასევე, ოთახში დააქცია და ცეცხლი წაიკიდა. ხარაბაძე მრავლობითი დამწვრობით გადაყვანილია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.