ხვადაგიანმა მედიასთან მიღებული გადაწყვეტილება დაღლილობით ახსნა:
“ეს გადაწყვეტილება მე არჩევნებამდეც მიღებული მქონდა, მაგრმა ჩემი მეგობრების, ჩემი კოლეგების თხოვნით დავრჩი თანამდებობაზე. 7 წელი ძალიან დიდი დროა, ძალიან დიდი ტვირთია ეს, მე უბრალოდ დავიღალე ამ ტვირთისგან. მე უბრალოდ ბოდიშს მოვუხდი ჩემს თანაქალაქელებსიმე პრობლემები ვერ გადავწყვიტე.”
მისივე განმარტებით, საკრებულოს წევრად რჩება:
“მე ვრჩები საკრებულოს დეპუტატად და გავაგრძელებ მსახურებას ქალაქის მიმართ, ისე როგორც დღემდე გამიკეთებია ეს.”
საკრებულოს ახალი თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, მისი მუშაობა როგორც თავმჯდომარის ღია და გამჭვირვალე იქნება:
“ვიწყებთ მუშაობას. ჩვენი მუშაობა იქნება კონსტრუქციული, იქნება ყველასთან ღია. ყველა საკითხი რომელიც დაისმება საკრებულოში იქნება განხილული კომისიის მიერ და მაქსიმალურად გამჭირვალედ იქნება განხილული.”
დღევანდელ სხდომას საკრებულოს 24 წევრიდან 23 ესწრებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციია 15 წევრმა ახალ თავმჯდომარეს მხარი დაჭურა, ხოლო “ქართული ოცნება-დემოკრატიული” საქართველოს ფრაქციის წევრებმა და საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.








