პაატა კაჭარავა აცხადებს, რომ ბაზრობის ტეიტორია საღმოს 19.05 წუთზე დატოვა. ტერიტორიას დაცვა აკონტროლებდა და ელექტროენერგია გამორთული იყო:
“ბაზრობის ტერიტორიაზე შუქი ავტომტურად ქრება საღამოს 7 საათზე. შვიდის ნახევარზე ბაზრობა იკეტება. მოკლე ჩართვა ვერ განხორციელდებოდა, რადგან ელექტროენერგია გათიშული იყო. ტერიტორიაზე არც გაზი შედის. ამიტომ მომხდარს დივერსიულ აქტად შევაფასებ. “
პაატა კაჭარავა დივერსიული აქტის მოტივს ვერ ასახელებს: “რაც ეს ბიზნესი მაქვს, მშვიდად ვსაქმინობ. ჩემზე მუქარა არასდროს არ განხორციელებულა. არც ბიზნესკონკურენტები მყავს. ტელეფონზე უცნობ ნომრებს არ ვპსუხობ. პოლიტიკურ ანგარიშსწორებასაც გამოვრიცხავ, რადგან არც ერთ პარტიში არ ვარ და არც პოილიტიკურ სიმპთიებს გმოვხტავ”.
“საბას” მლობელის განცხდებით, ამ დროისათვის ცნობილია, რომ დაიწვა 6348 კვადრატული მეტრი ფართი, 100 მაღაზია და დაზრლებულია 200 მეწრმე.
პაატა კაჭარავა აცხდებს, რომ დაზარალებულებს ბაზრობის ადმინისტრაცია ალტერნატიულ ფართს შესთავზებს. ადმინისტრაცია მეწარმეებს საგადასახდო სამსხურთან და ბანკებთან წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.