ახალი ამბები

ეროვნული ბანკი სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

27 თებერვალი, 2013 • 1365
ეროვნული ბანკი სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მას ეროვნული ბანკიდან ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რუსულმა ბანკებმა იყიდეს საქართველოში რამდენიმე ქართული ბანკი.

 

“რამდენიმე დღის წინ “ლიბერთი ბანკი” იყიდა რუსეთის “სბერბანკმა”, ახლა “ალფა ბანკი”, რუსეთის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი და კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებული ბანკი ყიდულობს “თი ბი სი ბანკს”, ნუ, “ქართუ” ისედაც რუსული ბანკია. ასევე შემოდის საქართველოში “გაზპრომ ბანკი”, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა. ჩვენი ქონების 60-70% ბანკებშია ჩადებული კრედიტების და იპოთეკის სახით, როცა მათ რუსული ბანკები იყიდის, ეს ქონება რუსეთის ხელში აღმოჩნდება,”- განაცხადა პრეზიდენტმა 26 თებერვალს ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ეს ინფორმაცია გუშინვე უარყვეს ლიბერთი ბანკმა და თიბისი ბანკმა. “ნეტგაზეთმა” დღეს დილით მიმართა ეროვნული ბანკის პრესსამსახურს კითხვით – მიაწოდა თუ არა ეროვნულმა ბანკმა პრეზიდენტს აღნიშნული ინფორმაცია? – ბანკის პრესსამსახურში განმარტეს, რომ დილისთვის ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობდნენ. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა ზემოთ აღნიშნული განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი