“ნეტგაზეთმა” ეროვნული ბანკის პრესსამსახურს მიმართა კითხვით, მიაწოდა თუ არა ეროვნულმა ბანკმა პრეზიდენტს აღნიშნული ინფორმაცია, ბანკის პრესსამსახურში განმრტავენ, რომ ამ დროისათვის ამ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ და თუ ამ სკითხზე განმრტება გაკეთდა ან განცხადება მომზადდა, მედიას ოპერტიულად მიაწოდებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეჟურნალიტებთან შეხვედრისას გააკეთა განცხადება, რომ ქართული ბანკების უმეტესობას რუსული მსხვილი ბანკები ყიდულობენ. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ინფორმცია მას ეროვნულმა ბანკმა მიაწოდა.
“რამდენიმე დღის წინ “ლიბერთი ბანკი” იყიდა რუსეთის “სბერბანკმა”, ახლა “ალფა ბანკი”, რუსეთის ერთ ერთი ყველაზე მსხვილი და კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებული ბანკი ყიდულობს თი ბი სი ბანკს, ნუ “ქართუ” ისედაც რუსული ბანკია. ასევე შემოდის საქართველოში “გაზპრომ ბანკი”, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა. ჩვენი ქონების 60-70% ბანკებშია ჩადებული კრედიტების და იპოთეკის სახით, როცა მათ რუსული ბანკები იყიდის, ეს ქონება რუსეთის ხელში აღმოჩნდება,”- განაცხადა პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრის დროს.
პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხდებას “თიბისი” და “ლიბერთი” ბანკი გამოეხმაურნენ:
,,გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ თიბისი ბანკი არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე ალფა ბანკთან თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან,, – ნათქვამია თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა ამ თემაზე კომენტარი:
“ძვირფასო მეგობრებო, ახლახან ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს „ლიბერთი ბანკი“ რუსულმა “სბერბანკმა” იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ “სბერბანკთან” „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. “ლიბერთი ბანკს” წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს”.




