ხვალ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.
“ოთხშაბათს, 11:00 საათზე ვიკრიბებით საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ, რათა გამოვუცხადოთ სოლიდარობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტსა და აქტივისტს, აფგან მუხთარლის და მოვითხოვოთ ინფორმაცია მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისში დაიკარგა და მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისში დარჩა.
შემოგვიერთდით. გავაპროტესტოთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარება, მოვითხოვოთ ინფორმაცია ხელისუფლებისგან და მხარი დავუჭიროთ კოლეგას”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.