“წინა წლებში ასე გახსნილად ნაკლებად ვლაპარაკობდი ჟურნალისტებთან. თქვენ იცით, წინა წლებში მონოლოგებით შემოიფარგლებოდა ჩემი საუბრები და ნაკლებს ვპასუხობდი კითხვებს. ვფიქრობ, ეს იყო შეცდომა. იყო გარკვეული დისტანცiრება, იმის განცდა, რომ ხალხი ყველაფერს თვითონ მიხვდება და საჭირო არ არის ზედმეტი ახსნა რამის, არ არის საჭირო ყველაფერზე რეაგირება და პასუხის გაცემა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს ქედმაღლობაც კი იყო. ეს იყო შეცდომა. თუმცა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,”- განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს.
პრეზიდენტი მედიის წარმომადგენელბს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდა.
