ახალი ამბები

დღეიდან რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა

1 მარტი, 2013 • 975
დღეიდან რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა

“რუსეთის პრინციპული მიდგომების შესაბამისად, რომელიც მიმართულია თანასწორუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემისა და სახელმწიფოების შიდა საქმეები ჩაურევლობისკენ, დაგეგმილია საქმიანობა გამომდინარეობდეს უპირველეს ყოვლისა კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობიდან,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ამავე განცხადების მიხედვით, რუსეთის თავმჯდომარეობის დროს მთავარი თემა იქნება სიტუაციის დარეგულირება ავღანეთში. ასევე, ყურადღების ცენტრში დარჩება არსებული პრობლემები ახლო აღმოსავლეთში, ლიბანში, სუდანში, კოსოვოს საკითხზე და ა.შ.

 

“რუსეთის ყველა ძალისხმევას გაიღებს გაეროს ამ მთავარი ორგანოს მაქსიმალურად ფართო და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაეფუძნება უშიშროების საბჭოს ყველა წევრის კონსტრუქციულ ურთიერთქმედებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

გაეროს უშიშრობის საბჭოს ჰყავს 15 წევრი, აქედან ხუთი მუდმივი წევრია, რომლებიც წარმოადგენენ ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. ხოლო დანარჩენი 10 წევრი დროებითია და ისინი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ აირჩევიან 2-2 წლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი