კბილაშვილის თქმით, გიგი უგულავა ქალაქის მერად ხალხის მიერ არის არჩეული და განაჩენის გამოტანამდე პროკურატურამ მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. გარდა ამისა, პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება უგულავასთვის, როგორც პოლიტიკური პირისთვის, პოლიტიკურად შეფასდებოდა.
“ასევე პროკურატურის თვითმიზანი არ არის, რომ ქალაქის მერი იმყოფებოდეს გისოსებს მიღმა,” -განაცხადა კბილაშვილმა მედიასთან საუბარში დღეს, 26 თებერვალს.
თუმცა მთავარი პროკურორი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავას მიმართ უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ პროკურატურა 48 საათში მის გასაჩივრებას აპირებს.
კბილაშვილს ბოლო თვეების სტატისტიკაც მოჰყავს, და აცხადებს, რომ სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას, წინა პერიოდისგან განსხვავებით, არ აკმაყოფილებს.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერს გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა და, შესაბამისად, მას არ დააკისრა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი მილიონიანი გირაოს გადახდა.