დათო კუბლაშვილი დახმარებას პრემიერ-მინისტრისგან ითხოვს:
„გუბაზ სანიკიძემ მითხრა, რომ წავსულიყავი მინსკში, გამეკეთებინა ოპერაცია და დარჩენილ 38 ათას ის გადარიცხავდა. მან უბრალოდ მოგვატყუა და ამ დრომდე არანაირი თანხა არ არის გადარიცხული. ჩვენ მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს იქნებ რამენაირად დაგვეხმაროს. ვითხოვთ მასთან შეხვედრას. მინსკიდან იმ პირობით გამიომიშვეს, რომ თანხა მიმდინარე თვის ბოლომდე დაირიცხება. ხელწერილი დამაწერინეს. სანიკიძემ კიდევ აქეთ დამადანაშულა. შანტაჟიორი და ფულის გამთეთრებელი მიწოდა. თუ არ მეხმარებოდა, იმედი მაინც არ მოეცა.“
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ პრეზიდენტის მითითების საფუძველზე 18 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა ეს თანხა არ იყო საკმარისი.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 6 თებერვალს პარლამენტთან დავით კუბლაშვილის მეუღლე, მაგდალენა კუბლაშვილი ოჯახის წევრებთან დაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ისინი გუბაზ სანიკიძეს დაუპირისპირდნენ. დეპუტატმა კუბლაშვილების ოჯახი ტყუილში დაადანაშაულა.
„მას პროცედურები ჯანდაცვის სამინისტროსთან უნდა გაეარა, თუმცა მოკლედ გადაწყვიტა საქმის მოგვარება, სამინისტროს გვერდის ავლით წავიდა მინსკში და გაიკეთა ოპერაცია. თუმცა გაიკეთა თუ არა ისიც საკითხავია. ფულს რომ ითხოვს ახლა, ეს არის შანტაჟი სახელმწიფოს მიმართ.“
