ახალი ამბები

დემირელის კოლეჯის მენეჯერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

30 მაისი, 2017 •
დემირელის კოლეჯის მენეჯერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი მისთვის და მისი ოჯახისათვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარს ითხოვს. როგორც ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამისი თხოვნით დღეს მიმართავს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, თუ საქართველოს ჩაბუქს თავშესაფარს მიანიჭებს, თურქეთში ამ უკანასკნელის ექსტრადიციის პროცესი აღარ განხორციელდება.

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. ვრცლად დემირელის კოლეჯის მენეჯერის დაკავების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი