„საკრებულოს ერთ-ერთ წევრზე ხდება ზეწოლა ძალიან უზნეო საფუძვლით. ამ ადამიანს შვილი ჰყავს აყვანილი. დეპუტატს შემოუთვალეს, რომ თუ არ შეიცვლის პოლიტიკურ პოზიციას, მის ვინაობას გაამხელენ. ეს არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება. რაღაც ზღვარს რომ გადალახავს ადამიანი, ალბათ, ისაუბრებს ამაზე,“ – ეს განცხადება თევდორაძემ დღეს, 26 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თევდორაძის თქმით, ამას გარდა, სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე ავთო სტურუაზე ხორციელდება ზეწოლა:
“მანამდე იყო გამგებელი და სასამართალომ უფლებამოსილება შეუჩერა “ქართული ოცნების” წევრის საჩივრის საუძველზე. მას შემდეგ, რაც სტურუა შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა, მასზე ზეწოლები ხორციელდებოდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ის პერმანენტულად დაიბარეს ხან პროკურატურაში და ხან საფინანსო პოლიციაში ორ აბსურდულ საქმესთან დაკავშირებით. უნდათ, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ და ერთგვარი დისკომფორტი შეუქმნან.“
საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიიჩნევს, რომ ეს ზეწოლა მაჟორიტარულ არჩევნებს უკავშირდება. 27 აპრილს სამტრედიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართლება მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად.
