ახალი ამბები

თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

30 მაისი, 2017 •
თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

დღეს, 30 მაისს, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელიც ჩამოვარდა, გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მუშა 35 წლის გოგი ხვიდანია.  ამავე ობიექტზე შარშან 26 წლის თემურ გურგენაშვილი დაიღუპა. მუშების თქმით, გოგი ხვიდანმa მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე მეცხრე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. ადგილზე მყოფი მუშები ამბობენ, რომ ხვიდანი ხარაჩოზე იდგა და შენობის ფასადზე სამუშაოებს ასრულებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ეხება, რომელმაც სიცოცხლის მოსსპობა გამოიწვია.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი