ამის შესახებ დღეს მამა ნიკოლოზმა ოკუპაციის დროს დაღუპული იუნკერების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდის შემდეგ ისაუბრა:
“მერიის შენობის ადგილას ეკლესია იყო, რომელიც ბოლშევიკებმა დაანგრიეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წმინდა ადგილების პატივგება და მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის აშენება. შენობის გვერდით განთავსებული სოციალისტური შრომის გმირების მონუმენტები გვინდა აიღონ და სხვაგან გადაიტანონ, რადგან აქ ადრე სასაფლაო იყო. ამ ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამარხები და ეკლესიის საკურთხეველიც იქნა აღმოჩენილი.”
იუნკერი ბესარიონ კემულარია, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოფიცრებთან ერთად, ქუთაისის მერიის ადმინისრაციული შენობის გვერდით არის დაკრძალული.








