ახალი ამბები

დაპირისპირება პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის ქუთაისში

25 თებერვალი, 2013 •
დაპირისპირება პოლიციასა და გარემოვაჭრეებს შორის ქუთაისში

ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე გარემოვაჭრეების მტკიცებით, პოლიციამ მათ ვაჭრობა აუკრძალა. აღნიშნულის საპირისპიროდ დღეს ისინი გამზირზე გზის გადაკეტვას შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართი გამოყოფილია, თუმცა ამით არ სარგებლობენ:

 

“ჩვენ გამოვყავით ალტერნატიული ფართი. ასევე გავუკეთეთ შეღავათი და დავპირდით, რომ ორი თვის განმავლობაში ფართის გადასახადისგან გავათავისუფლებდით, მაგრამ უარი განაცხადეს. ისინი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული, რომ შეეწყვიტათ გარევაჭრობა,”- განაცხადა მერიის წარმომადგენელმა დავით შელიამ.

 

გარემოვაჭრეების თქმით, მერიამ ისეთი ტერიტორია გამოყო, რომ მყიდველი არ დადის და მათ პროდუქცია უფუჭდებათ.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მერიის შენობასთან მოვაჭრეების აქცია გაიმართა. ისინი გარევაჭორიბის აკრძალვას მოითხოვდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი