ახალი ამბები

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო

25 თებერვალი, 2013 •
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დასავლეთ საქართველოშიც დაიწყო

„ხუთშაბათისთვის ჩვენ უკვე დავამთავრებთ ბარათების გადაცემას იმერეთის რეგიონში და გადავინაცვლებთ სამეგრელო-ზემო სვანეთში. მომდენო ეტაპზე, აგროვადების გათვალისწინებით, ბარათები დარიგდება აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. მთლიანად საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პირველი ეტაპი 10 მარტისთვის დასრულდება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კონტსანტინე ხუცაიძემ. 

 

საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, აგროვადების გათვალისწინებით სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ქვემო ქართლის რეგიონიდან დაიწყო.

 

ამ დროისთვის ბარათები უკვე დარიგებულია კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.

 

სამინისტროს ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია და ამ ეტაპზე უკვე მოხნულია 2077,45 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მარნეულის, კასპის, ბოლნისის, ქარელისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. სულ მთავრობა და სოფლის  მეურნეობის  განვითარების  ფონდი 5 ჰექტრამდე მიწის 640 000-ზე მეტ  მესაკუთრეს დაეხმარება. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი