ახალი ამბები

ივანიშვილის განცხადება ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

25 თებერვალი, 2013 • 1013
ივანიშვილის განცხადება ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

“პატივს მივაგებ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, იუნკერებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. 

 

მათ თავდადებას უკვალოდ არ ჩაუვლია. 70 წელი მრავალმა თაობამ სათუთად ატარა თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში.  ჩვენ წილად გვერგო  დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს. 

 

დღეს ჩვენი თაობაა ვალდებული გაუფრთხილდეს  მოპოვებულ თავისუფლებას და ყველაფერი გააკეთოს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ოცნებობდნენ –  ჩვენ მომავალ თაობებს  უნდა შევუნარჩუნოთ და დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.”

 

შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა ჯარებმა 1921 წლის 25 თებერვალს დაასრულეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი