ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციას ერთი წევრი შეემატა

25 თებერვალი, 2013 •
ქუთაისის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციას ერთი წევრი შეემატა

“მე დღეს გავაკეთე სიტყვიერი განცხადება. დღეს ოფიციალურად მივმართავ ფრაქციას განცხადებით და თუ საჭიროდ ჩათვლიან ჩემს კანდიდატურას, მიმიღებენ. ოთხშაბათს საკრებულოს სხდომაზე გავა ეს საკითხი”.

 

სიხარულიძე საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით შევიდა. ის  ავტომშენებლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარია, თუმცა 2012 წლის ნოემბერში “ნაციონალების” ფრაქცია დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობდა.

 

როგორც სიხარულიძე ამტკიცებს, მას სურს იმ ძალას შეუერთდეს, რომელიც ქვეყანას აშენებს.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო  არჩევნების შემდეგ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ყოფილმა წევრებმა და “ახალი მამერჯვენეების” ყოფილმა წევრმა მამუკა მღვდელაძემ დამოუკიდებელი ფრაქცია “ქუთაისი” ჩამოაყალიბეს, მოგვიანებით, ფრაქციის წევრების გადაწყვეტილებით, სახელწოდება შეიცვალა და მას „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ დაერქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი