ახალი ამბები

პროკურატურა უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

24 თებერვალი, 2013 • • 975
პროკურატურა  უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

“ეს რეგულირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მაშინ, როდესაც პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თანამდებობაზე ყოფნისას ამ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც ამ შემთხვევაში  გამოიხატა თანხების გაფლანგვაში და მითვისებაში.  ძალიან ლოგიკურია, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს  პირს შეუჩერდეს იმ  უფლებამოსილების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მან სავარაუდოდ ქმედება ჩაიდინა.  ჩვენი ეს მოთხოვნა ამ საფუძველს ემყარება”–განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

მთავარმა პროკურორმა განმარტება გირაოს თანხის ოდენობაზეც გააკეთა. მისი განცხადებით, თანხა ადეკვატურია: 

 

“ჩვენი აზრით, ეს არ არის არაადეკვატური თანხა. თუ ჩვენ შევხედავთ ბრალდებას, ვნახავთ, რომ პირველ ეპიზოდში, გაფლანგვის ნაწილში, მას ბრალი ედება 5 245 000 ლარის გაფლანგვაში,  მეორე ეპიზოდში -10 000 000 დოლარის მითვისებაში, ერთობლივად ეს სადღაც 20  მილიონ ლარზე მეტია. აქედან გამომდინარე, მოთხონილი თანხა გარკვეულ უნისონშია გაცხადებულ ბრალდებასთან და ვფიქრობთ, რომ ის ადეკვატურია წრმოდგენილ საქმის მასალებთან.”– განაცხადა კბილაშვილმა

 

მისისვე თქმით, ალბათობა, რისკი იმისა, რომ ადამიანმა ისარგებლოს  თავისი თავისუფლებით იმგვარად, რომ დაემალოს გამოძიებას, არსებობს და სწორედ ამიტომ მოითხოვა პროკურატურამ, უგულავას აეკრძალოს ქვეყნის დატოვების უფლება. 

 

“მით უფრო მოსალოდნელი სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი და  მაღალი, ამიტომაც ამ საკითხის უზრუნველსაყოფად ჩვენ სიფრთხილის მიზნით ეს ნაბიჯიც მივიჩნიეთ მიზანშეწონილად” 

 

დღეს საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ  თბილისის მერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს მიმართა. ასევე, პროკურატურის შუამდგომლობაში საუბარია იმაზე, რომ გიგი უგულავას აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიის დატოვება და დაეკისროს ვალდებულება კვირაში ერთხელ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების შესახებ.

 

გიგი უგულავას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით  (სხვისი ქონების მითვისება მართლსაწინააღმდეგოდ) და 194–ე მუხლის მესამე ნაწილით (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია). სისხლის სამართლის საქმე უგულავას წინააღმდეგ აერთიანებს “თბილსერვის ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იმედის” ეპიზოდებს.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი