ახალი ამბები

ვარძელაშვილს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

24 თებერვალი, 2013 •
ვარძელაშვილს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ლადო ვარძელაშვილს ბრალი იარაღის უკანონო შენახვისთვის აქვს წარდგენილი, ვახტანგ ბიჭაშვილს ბრალი ედება იარაღის უკანონოდ გასაღება- გაჩუქებაში, ხოლო ზვიად ქავთარაძეს ბრალდებულია გაუფრთხილებლობით ადამიანის მკვლელობაში.  

 

სასამართლო პროცესი ორსაათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

ბრალდებულები თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდებიან,  პროკურატურა ვარძელაშვილისთვის 4000 ლარის, ხოლო ბიჭაშვილისთვის 7 000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა. რაც შეეხება ქავთარაძეს, ბრალდების მხარე მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.  თუმცა სასამართლომ ქავთარაძესაც გირაო შეუფარდა. 

 

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი დააკავეს. მასთან ერთად ასევე დაკავებული არიან- ზვიად ქავთარაძე და ვახტანგ ბიჭაშვილი.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 თებერვალს, ღამით, დაკავებულები მეგობრებთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე, ვლადიმერ ვარძელაშვილის საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდნენ. ვლადიმერ ვარძელაშვილმა საკუთარი იარაღის კოლექციის დასათვალიერებლად მეგობრები გვერდით ოთახში გაიყვანა. მან ზვიად ქავთარაძეს საჩვენებლად “ტეტე”-ს  სისტემის პისტოლეტი მიაწოდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს იარაღი გაუფრთხილებლობით გაუვარდა და ტყვია მოპირდაპირედ მდგომ დევი სირაძეს გულ-მკერდის არეში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ვლადიმერ ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი