ახალი ამბები

ივანიშვილის ორი პასუხი ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ მიტინგზე

22 თებერვალი, 2013 • 989
ივანიშვილის ორი პასუხი ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ მიტინგზე

“მე მოვახერხე სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა, ბიზნესთან შეხვედრა და ახლა ელჩებთან. მოვახსენე მათ ამ 100 დღის შესახებ. დაისვა შკითხვები, მე მგონი, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. განსაკუთრებული თემები არ ყოფილა. იყო თემები, რაც ქვეყანაში მუსირებს”.

პრემიერმა 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ მიტინგთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს კითხვა დიპლომატებმაც დაუსვეს და იქ  გაცილებით სერიოზულად უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ თუკი ჟურნალისტები ამას კითხავდნენ, იუმორით უპასუხებდა.

“მეტი იუმორი გამოვიყენოთ, რამდენადაც ასეთ სასაცილო თემებს ყრიან უკვე. სერიოზულად რა უნდა ვუპასუხო, მე არ ვიცი. საზოგადოებას კიდევ ერთჯერ მივმართავ, აღარ მიაქციონ ემოციურად ყურადღება. ეს ჩვენი საზოგადოების ნაწილია,  ჩვენ მათთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, სანამ ისინი არ შეიცვლიან პოზიციას და სიცრუის ნაცვლად კონსტრუქციულ ოპონირებაზე არ გადავლენ. მოვახერხოთ და იუმორით შევხედოთ”.

 

ივანიშვილს ჟურნალისტები ჩაეკითხნენ, როგორ შეაფასა ეს აქცია დიპლომატებთან, თუმცა ეს უცნობი დარჩა, რადგან პრემიერი მედიის წარმოამდგენლებს იუმორისკენ მოუწოდებდა. 

 

ქვეყნის ევროპულ მისწრაფების კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად ნაციონალური მოძრაობის აქცია 19 აპრილსაა დაგეგმილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი